ავსტრიაში დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს. დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ დაჯგუფის წევრებმა გასული წლის დეკემბერში ფორარლბერგში, ტიროლსა და კარინტიაში 62 ბინა გაქურდეს. მათ შორის, წაღებულია ელექტროტექნიკა და ტანსაცმელი. ისინი საკეტებს აზიანდებდნენ და ბინებში ისე შედიოდნენ. ადგილობრივი პროკურატურის ცნობით, სამივე პირი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დააკავეს, კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ქართველი კი ამ დრომდე მიმალვაშია. უწყების ცნობითვე, ჩხრეკა საქართველოშიც ჩატარდა და ბრალდებულთა სახლში და ამოღებულია ავსტრიაში მოპარული ნივთები. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები იანვრიდან დაიწყება.