საქართველოში მიწისძვრა მოხდა - Palitra News

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

2023-12-23 12:01:29+04:00

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით, 09:26 საათზე მოხდა და მისმა სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა. უწყების ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თელავთან, კურორტ თორღვას აბანოსთან დაფიქსირდა.