მიხეილ დაუშვილი - „დღეს „ოცნების“ მთავარი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება. „ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებს „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ რეალურად ერთი მხრივ აქვთ ბიზნესპარტნიორობა, მეორე მხრივ კი პოლიტიკური პარტნიორობა, რაც არაერთ საკითხში გამოჩნდა. „ოცნებას“ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება სჭირდება იმისთვის, რომ მოქალაქეები 2024 წლის არჩევნებზე შეაშინოს, რომ თუ მე არ მომცემთ ხმას, ეს მოვა ძალაუფლებაში და ომი გექნებათ. ამისთვის ყველაზე ეფექტურად იყენებენ სააკაშვილს. ჩვენი კანონმდებლობით, არის თუ არა აკრძალული უცხო ქვეყნის მოქალაქე ასეთი ფორმით იყოს ჩართული ქვეყნის შიდა პოლიტიკაში? - აკრძალულია. საპროცესო კანონმდებლობით აკრძალულია თუ არა, პროცესის განმავლობაში, თან პირდაპირ ეთერში ბრალდებული/მსჯავრდებული საუბრობდეს პოლიტიკურ თემებზე, პარტიის მენეჯმენტს ალაგებდეს, გეგმას, თუ როგორ გაერთიანდეს პარტია. რატომ აძლევს „ოცნება“ ამის უფლებას? პრივილეგიას რატომ აძლევს, როდესაც კანონით აკრძალულია. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას ვუსურვებთ. თუ ეს ადამიანი ცუდად არის, გვიმტკიცებდნენ თვეების განმავლობაში, რომ ათობით დაავადება სჭირს, რაც ლეტალურ შედეგად იწვევს, თუ ცუდად არის იმკურნალოს. რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ კი არ მკურნალობს, თავიდან ფეხებამდე ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში. კითხვა დავსვით, თუ კარგად არის, აქ რატომ არის ? სხვა პატიმრებმა რა დააშავეს ? თუ „ოცნებისგან“ პრივილეგირებულია გვითხრან ეს. შეუთავსებელია, ვერ გავიგეთ, როგორ შეიძლება მიმტკიცებდე, რომ ისეთი დაავადებები მჭირს, რამაც შესაძლოა ლეტალობა გამოიწვიოს და თან თავიდან ფეხებამდე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და პარტიას ალაგებდე. ჩვენ „ოცნებასთან“ გვაქვს პრეტენზია, კერძოდ, თუ ეს კაცი ცუდად არის დროზე უმკურნალეთ! კაცი თუ კვდება პოლიტიკურ პროცესებში რანაირად არის ჩართული? თუ პრივილეგირებულია, გვითხარით.