The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა მოსკოვში ორი თვის განმავლობაში მზადდებოდა. გამოცემის ცნობით, პრიგოჟინის მკვლელობის გეგმა, პუტინის უძველესმა მოკავშირემ და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა დაამტკიცა. ამავე ინფორმაციით, აფრიკაში მოგზაურობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, პრიგოჟინი მოსკოვის აეროპორტში იმყოფებოდა და ქვეყნის დასატოვებლად თვითმფრინავის შემოწმებას ელოდებოდა. დასავლური სპეცსამსახურების წარმომადგენლების თქმით, თვითმფრინავის ქვეშ ბომბი სწორედ ამ დროს დაამონტაჟეს.