ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთი დიდი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნებს ვეღარ მიაღწევს. იენს სტოლტენბერგის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი განიცადა. სტოლტენბერგი, დარწმუნებულია, რომ ერთ დღეს უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იმ ფასზეც ისაუბრა, რომლის გადახდაც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო უწევს. სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე ასობით თვითმფრინავი და ათასობით ტანკი დაკარგა. 300 ათასი რუსი ჯარისკაცი კი დაიღუპა და დაიჭრა. ნატოს ლიდერის თქმით, რუსეთში ომის გამო ინფლაცია გაიზარდა, ცხოვრების დონე შემცირდა და ქვეყანა ახლა პოლიტიკურად იმაზე მეტად იზოლირებულია, ვიდრე ადრე იყო.