კრემლი, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან, რუსული გაყინული აქტივების უკრაინისათვის გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებების გააქტიურებას ეხმაურება. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის უკანონოდ ჩამორთმეული აქტივების თემა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში, დღის წესრიგში მუდმივად დგას, მაგრამ ეს გლობალური ფინანსური სისტემისთვის, მიუღებელი და პოტენციურად საშიშია. დასავლეთის მიერ გაყინული რუსული აქტივების კიევის დასახმარებლად გამოყენების შესაძლებლობაზე საუბრისას პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან შესაბამისი პასუხი მოჰყვება.