ისრაელ-ჰამასის ომი გრძელდება. ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გააფართოვა. თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში, პალესტინის მოედნის ქვეშ დამალული, „ჰამასის“ დიდი გვირაბი გაანადგურეს. პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ომს გამარჯვებამდე არ შეწყვეტს. პარალელურად პალესტინური მხარე ღაზაში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე საუბრობს. საერთაშორისო ლიდერები კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. გაეროს სპიკერის განცხადებით, ღაზაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი კატასტროფული შიმშილის წინაშე დგას. სტეფან დუჟარიკის თქმით, ტელეკომუნიკაციის შეფერხების გამო, ღაზაში მყოფი ბევრი ადამიანი ევაკუაციის შესახებ ინფორმაციას ვერ იღებს. გაეროში აშშ-ს ელჩის განცხადებით კი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ რეზოლუცია კენჭისყრისთვის მზადაა.