ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარესთან გიორგი ვაშაძესთან და პარტიების ლიდერებთან ერთად რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს. მათ შეხვედრა გამართეს ხელვაჩაურის, ფოთისა და ქობულეთის ორგანიზაციის წევრებთან. საუბრის მთავარი თემა 2024 წლის საპარლამენტი არჩევნებისთვის მზადება იყო. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გამარჯვების პლატფორმა ბრძოლის ბოლომდე მისაყვანად ყველაფერს გააკეთებს.