ლევან ხაბეიშვილი - ვგეგმავთ 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და ვემზადებით იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს, კეთილდღეობა ყველას ჰქონდეს და არა ერთეულებს - Palitra News

ლევან ხაბეიშვილი - ვგეგმავთ 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და ვემზადებით იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს, კეთილდღეობა ყველას ჰქონდეს და არა ერთეულებს

2023-12-22 15:51:21+04:00

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარესთან გიორგი ვაშაძესთან და პარტიების ლიდერებთან ერთად რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს. მათ შეხვედრა გამართეს ხელვაჩაურის, ფოთისა და ქობულეთის ორგანიზაციის წევრებთან. საუბრის მთავარი თემა 2024 წლის საპარლამენტი არჩევნებისთვის მზადება იყო. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გამარჯვების პლატფორმა ბრძოლის ბოლომდე მისაყვანად ყველაფერს გააკეთებს.