საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, კომიტეტი დაკომპლექტებული უნდა იყოს 20-25 ადამიანით და მუდმივი სათათბირო ფუნქცია ჰქონდეს. ამ განცხადებას ოპოზიციური პარტიების წარმომდგენლები გამოეხმაურნენ, უერთდებიან თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინიციატივას ხელისუფლების ოპონენტები.