„ქართული ოცნება“ 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას გამართავს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში განხილული იქნება საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები“, - განაცხადა კობახიძემ.