ბათუმში სანაპიროზე შუახნის მამაკაცი მოკლული იპოვეს - Palitra News

ბათუმში სანაპიროზე შუახნის მამაკაცი მოკლული იპოვეს

2023-12-22 11:03:09+04:00

ბათუმში, სანაპიროზე შუახნის მამაკაცი მოკლული იპოვეს. ინციდენტის დეტალები უცნობია. სავარაუდოდ, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.