ბიჭვინთის აგარაკთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მმართველი პარტიის კრიტიკის მორიგი საგანი გახდა. მათი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეაგირება არ ჰქონია. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთს მათი ინტერესები არ ადარდებს და ისინი ასევე ვარაუდობენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო მეტად გაუარესდება.