ოპოზიციონერთა ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაინიცირებულ „ერთობის კომიტეტში“ მონაწილეობას კვლავ გამორიცხავს, როგორც ისინი ამბობენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არცერთ ინიციატივაში მონაწილეობას არ მიიღევენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია ყველა პარტიამ საკუთარი თავი და შიდა ერთობა გააძლიეროს. მათივე შეფასებით, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებს გარკვეული დროის შემდეგ ერთმანეთთან კომუნიკაცია ექნებათ, თუმცა ისინი სხვა პარტიებთან თანამშრომლობას გამორიცახვენ.