24 წლის ჩეხმა სტუდენტმა იარაღით საკუთარი მამა მოკლა, შემდეგ კი პრაღის უნივერსიტეტში სროლა მოაწყო, რასაც, 14 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა. დაღუპულია თავად თავდამსხმელიც. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ნასამართლევი არ ყოფილა და მარტო მოქმედებდა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალის განცხადებით, პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარ შემთხვევას გამართლება არ აქვს. მან სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. პეტრ ფიალას თქმით, ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ეს არ იყო ტერორისტული აქტი ან ორგანიზებული ჯგუფის თავდასხმა. მან ასევე განაცხადა, რომ საფრთხე აღარ არსებობს.