თბილისის მერი კახა კალაძე ჩეხ ხალხს და ჩეხეთის მთავრობას სამძიმარს უცხადებს.
კალაძის თქმით, საქართველო ჩეხეთის გვერდითაა.
„სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხს და ჩეხეთის მთავრობას პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების გამო!
მთელი მსოფლიო შეძრა ამ საშინელმა ტრაგედიამ.
ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა!“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.