გულგატეხილი ვარ პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის გამო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“გულგატეხილი ვარ პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის გამო. ჩემი გული და ფიქრები მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა”, - წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, დღეს პრაღის ცენტრში მდებარე კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობის ტერიტორიაზე მასობრივი სროლა მოხდა, რის შედეგადაც, წინასწარი ინფორმაციით, 11 ადმაიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა.