სერბეთის ოპოზიციის მხარდამჭერები უკვე მესამე დღეა, ბელგრადში აქციებს მართავენ, ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობამ არჩევნები გააყალბა. ოპოზიციის ლიდერმა, მიროსლავ ალექსიჩმა საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპოზიციის ადვოკატებმა 17-ი დეკემბრის არჩევნების გაუქმება მოითხოვეს. ოპოზიცია საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მმართველმა პარტიამ კვირას გამართულ არჩევნებში ხმების 46,72% მოიპოვა. მემარცხენე ცენტრისტული ოპოზიციის ალიანსი სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ მეორე ადგილზეა ხმების 23,56%-ით, ხოლო მესამე ადგილზეა სერბეთის სოციალისტური პარტია 6,56%-ით.