უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უნგრეთს იქ თავისი ჯარების გაგზავნას ავალდებულებს, რაც ჩვენ არ გვსურს , - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა. ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ისეთ სახელმწიფოსთან ალიანსი, რომელიც ღია სამხედრო კონფლიქტშია ჩართული, უნგრეთის ინტერესებში არ შედის. ორბანმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირების შესახებაც კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს უნგრეთის პარლამენტის გადასაწყვეტია.