სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ავტობუსში, შვილების თანდასწრებით ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა, მოკლულის დედის მსგავსად, უმკაცრესი სასჯელის გამოყენებას - უვადო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა და როგორც თავად ახსნა, არ იყო მიზანშეწონილი უვადო თავისუფლების აღკვეთა მაშინ, როდესაც პირი არის შეზღუდული შერაცხადი. დღეს მსჯავრდებული პროცესს არ ესწრებოდა, მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ის მკურნალობას ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში გადის.