საქართველოს პარლამენტის წევრი, თეონა აქუბარდია ბიჭვინთის ანექსიასთან დაკავშირებით მმართველ პარტიას მიმართავს და აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ბიჭვინთის აგარაკების ანექსია დასასრულს უახლოვდება. ამის ფონზე კი, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფაზე ამ დრომდე არ რეაგირებს. მისივე განმარტებით, ოკუპანტის წამოწყებულ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა გარანტირებული უნდა იყოს. აქუბარდიას ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ პასუხობენ. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება, დეოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ ანულირებული იქნება.