საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი დისკრედიტაციული კამპანია დაიწყო. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაინტერესებული მხარეები ცდილობენ კომისიის დასკვნას მათთვის სასურველი ინტერპრეტაცია მისცენ. მათივე თქმით, საუბარი ისევ საარჩევნო ადმინისტრაციის ლეგიტიმაციაზე დაიწყო, „მაშინ, როდესაც მსგავსი შინაარსის ჩანაწერი დასკვნაში არ არის“.