1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6882 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6882 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6854 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9430 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9413 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0017 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.