„ჰამასი“ - ღაზაში ომის დასრულებამდე მძევლების შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება - Palitra News

„ჰამასი“ - ღაზაში ომის დასრულებამდე მძევლების შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება

2023-12-21 16:31:16+04:00

ღაზაში ომის დასრულებამდე მძევლების შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება, - ამის შესახებ განცხადებას „ჰამასი“ ავრცელებს.

„არსებობს პალესტინის ეროვნული გადაწყვეტილება, რომ აგრესიის სრულ შეწყვეტამდე, პატიმრების გაცვლის შესახებ გარიგებაზე საუბარი არ უნდა იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ეგვიპტეში „ჰამასის“ პოლიტიკურმა ლიდერმა, ისმაილ ისმაილ ჰანიემ მძევლების გათავისუფლების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა.