თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით მორიგი პროცესი გაიმართა.როგორც საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცადა, პროცესში ,ბრალდების მხარის მხრიდან მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდნარეობს. დღეს პროკურაურატურამ ნეიტრალურო მომწმე წარადგინა, რომელმაც საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა დაადასტურა. პროცესზე ლაზარე გრიგორიადისის წერილის შინაარსზე გამახვილდა ყურადღება და გაჟღერდა, რომ გრიგორიადისიმა დანაშაული აღიარა. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან დაკავებულის ოჯახის წევრები და მისი ადვოკატი. სასამართლო პროცესის დაწყებას კი წინ უძღოდა ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია, სადაც შეკრებილები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ განაჩენი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე 2024 წლის იანვარში გამოცხადდება