ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მიერ გახმოვანებულ ინიციატივას უარით პასუხობს - ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ სააკაშვილის იდეა ატიურობის კომიტეტის შექმნის შესახებ დაუსაბუთებელი და გაუგებარია. თავის მხრივ, ოპოზიციურ პარტიებს შორის სათათბირო ორგანოს შექმნის საჭიროებაზე საუბრობს გამარჯვების პლატფორმა. მმართველი პარტია კი მესამე პრეზიდენტის იდეებს ისევ აკრიტიკებს და მას ურეიტინგო ლიდერს უწოდებს.