საქართველოს პარლამენტის წევრი, თეონა აქუბარდია ბიჭვინთის ანექსიასთან დაკავშირებით მმართველ პარტიას მიმართავს და აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ბიჭვინთის აგარაკების ანექსია დასასრულს უახლოვდება. ამის ფონზე კი, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფაზე ამ დრომდე არ რეაგირებს. თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ ოკუპანტის წამოწყებულ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა გარანტირებული უნდა იყოს.