ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას უარით პასუხობს - ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ აქტიურობის კომიტეტის შექმნის შესახებ სააკაშვილის იდეა დაუსაბუთებელი და გაუგებარია. თავის მხრივ, ოპოზიციურ პარტიებს შორის სათათბირო ორგანოს შექმნის საჭიროებაზე პოლიტიკური გაერთიანება „გამარჯვების ოლატფორმა“ საუბრობს.