ცეცხლი და სისხლი , ამერიკელი მწერლისა და სცენარისტის , ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანია. წიგნი პირველად 2018 წელს გამომცემლობა Bantam Books-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა და წარმოადგენს მწერლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პრეისტორიას.
წიგნში მოვლენები ყინულისა და ცეცხლის სიმღერმდე 200 წლით ადრე ვითარდება და მოგვითხრობს ვესტეროსის სამეფოში ტარგარიანთა დინასტიის აღმავლობის ხანაზე. რომანი დაწერილია მესამე პირში და ამბის მთხრობელად გვევლინება ოსტატი, რომელიც ეიერის შეშლილი ტარგარიანის მეფობის პერიოდში ცხოვრობდა. ტარგარიანთა გავლენიანი საგვარეულოს აღზევება ცეცხლით დაიწყო, ცეცხლისმფრქვეველი დრაკონები იყვნენ მათი ძლიერების საყრდენი. ცეცხლში ჩაიბუგა ყველა ურჩი და მათი დიდებული ციხე-დარბაზები.გადიოდა ხანი და ტარგარიენები მრავლდებოდნენ. მრავლდებოდნენ მათი შთამომავლებიც. რკინის ტახტი ანდამატივით იზიდავდა ყველას, რამაც და ძმას წაკიდა, შვილი _ მშობლებს, შურმა და შუღლმა დაასუსტა ერთ დროს უძლეველი ტარგარიენები და დაიწყო დიდებული გვარისა და უძლეველი დრაკონების ხანის დასასრულის.ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი 1948 წლის 20 სექტემბერს, ბეიონში, ნიუ ჯერსი, საზღვაო პორტის მუშაკ რეიმონდ კოლინს მარტინისა და მარგარეტ ბრეიდი მარტინის ოჯახში დაიბადა.
მარტინმა ბავშვობაშივე დაიწყო მონსტრებზე ისტორიების წერა და შემდეგ მას კაპიკებში ყიდდა მეზობელ ბავშვებზე. მან ასევე დაწერა ზღაპრები მითურ სამეფოზე, რომელიც დასახლებული იყო კუებით. თავიდან მარტინი მერი ჯეინ დონოჰიუს სკოლაში, მოგვიანებით კი მერისტის უმაღლეს სკოლაში დადიოდა. ის დიდად იყო დაინტერესებული კომიქსებით, რომელსაც მარველ კომიქსი უშვებდა და წერილი, რომელიც მან ფანტასტიური ოთხეულის რედაქტორს მისწერა, 1963 წლის ნომერ მე-20 გამოცემაში დაიბეჭდა. ფანებმა, რომლებმაც მისი წერილი წაიკითხეს, მას საპასუხო წერილები მისწერეს და ამ კონტაქტების წყალობით დაიწყო მარტინმა ფანების მიერ გამოცემულ სხვადასხვა სამოყვარულო ჟურნალ-გაზეთებში საკუთარი კომიქსების წერა. 1965 წელს მარტინმა თავისი პირველი ჯილდოც მიიღო კომიქსისათვის „Powerman vs. The Blue Barrier“.
მწერალმა ფენტეზი ჟანრის ნოველების გაყიდვა 1970 წელს დაიწყო, როცა ჯერ კიდევ 21 წლის იყო. პირველად მან თავისი მოთხრობა, „გმირი“, ჟურნალ გალაქსის მიჰყიდა, რომელიც თებერვლის ნომერში გამოსცეს. მალევე მისი სხვა ნამუშევრებიც გამოჩნდა, თუმცა მისი სამწერლო კარიერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ აღმოჩნდა, რომელმაც ავტორს საყოველთაო აღიარება მოუტანა და ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ავტორად აქცია მსოფლიოს მაშტაბით.
2011 წელს მისი რომანის „ყინულის და ცეცხლის სიმღერის“ მიხედვით HBO-მ 8 სეზონისგან შემდგარი ტელესერიალი გადაიღო , რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი აღმოჩნდა ტელეარხისთვის. სერიალის პოპულარობიდან გამომდინარე გადაწყდა გადაეღოთ მისი პრეისტორიაც და 2022 წელს ტელეეკრანებზე გამოჩნდა რომანის „ცეცხლი და სისხლის“ მიხედვით გადაღებული „დრაკონის საგვარეულო“ რომელსაც არანაკლები აღიარება ხვდა წილად.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.