უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში თავდაცვის ძალებსა და რუს ჯარებს შორის ფრონტზე 89 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. შტაბის მონაცემებით დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, მოწინააღმდეგის 29 შეტევა მოიგერიეს.რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ქალაქი ტორეცკი დაბომბეს, შედეგად დაზიანდა სახანძრო-სამაშველო განყოფილების შენობა.პოლტავის ოლქში კი დრონის ნამსხვრევებმა საცხოვრებელი სახლი დააზიანა.