მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის მიერ, ოპოზიციისთვის შეთავაზებულ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნას, პოლიტიკოსები ეხმიანებიან.სააკაშვილის ინიციატივა მიუღებელია პარტია "საქართველოსთვის" წევრის ანა ბუჩუკურისთვის. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც სააკაშვილის ინიციატივას მოიწონებს, თავის გადაწყვეტილებით "ქართულ ოცნებას" დაეხმარება.