გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას ინიციატივით გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულების 64 სტუდენტს „მწვანე და აგროსტიპენდია“ გადაეცათ. საქართველოს 8 უნივერსიტეტიდან 1500 ლარიანი სტიპენდიით გარემოსდაცვითი მიმართულების 32 სტუდენტი დაჯილდოვდა.