შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ განაცხადა, რომ ქვეყანა ზამთრის პერიოდში უკრაინელების დასახმარებლად დამატებით 11 მილიონზე მეტ შვეიცარიულ ფრანკს გამოჰყოფს. თანხა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერას მოხმარდება. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო ასევე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ზამთრის დახმარების პროგრამასაც მხარს უჭერს. მთლიანობაში, შვეიცარიამ ზამთრის პერიოდში უკრაინელების დასახმარებლად, დაახლოებით, 26-ი მილიონი ფრანკი გამოყო. შეგახსენებთ, გასულ კვირას შვედეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას დაახლოებით 120 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ზამთრის პერიოდში ქვეყნის მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.