აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ი უბიძგებს ისრაელსა და „ჰამასს“, რომ შეთანხმებას მიაღწიონ, რომელიც ბრძოლის შეჩერებასა და მძევალთა გათავისუფლებას ითვალისწინებს.
აშშ-ის პრეზიდენტს ასევე პალესტინის ჯანდაცვის მინისტრის ბოლო განცხადებაზეც ჰკითხეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ კონფლიქტს 20 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. ბაიდენმა აღნიშნულ ინფორმაციას ტრაგედია უწოდა.