ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ი უბიძგებს ისრაელსა და "ჰამასს", რომ შეთანხმებას მიაღწიონ, რომელიც ბრძოლის შეჩერებასა და მძევალთა გათავისუფლებას ითვალისწინებს - Palitra News

ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ი უბიძგებს ისრაელსა და "ჰამასს", რომ შეთანხმებას მიაღწიონ, რომელიც ბრძოლის შეჩერებასა და მძევალთა გათავისუფლებას ითვალისწინებს

2023-12-21 09:24:37+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ი უბიძგებს ისრაელსა და „ჰამასს“, რომ შეთანხმებას მიაღწიონ, რომელიც ბრძოლის შეჩერებასა და მძევალთა გათავისუფლებას ითვალისწინებს.

აშშ-ის პრეზიდენტს ასევე პალესტინის ჯანდაცვის მინისტრის ბოლო განცხადებაზეც ჰკითხეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ კონფლიქტს 20 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. ბაიდენმა აღნიშნულ ინფორმაციას ტრაგედია უწოდა.