ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გადასცა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ სამხედროებს საჭირო საველე ტექნიკა და ათიათასობით მშრალი კვების კომპლექტი გადასცეს. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ზამთრის პერიოდში ასეთი ტიპის დახმარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუშაუსკასის განცხადებით, ზამთარში ჯარისკაცებისთვის საველე აღჭურვილობა განსაკუთრებით აუცილებელია.