რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით კრემლი მორიგ განცხადებას აკეთებს. დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით რუსეთს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებების თემა ამჟამად აქტუალური არ არის. დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ 2022 წელს დიდმა ბრიტანეთმა კიევზე ზეწოლა მოახდინა და შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების შანსები დაიკარგა. კრემლის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ მას შემდეგ რაც უკრაინამ რუსულ მხარესთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკება ფაქტობრივად იურიდიულად აკრძალა, მოლაპარაკებების წარმართვის წინაპირობები კიდევ უფრო შემცირდა.