საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. დადებითი შეფასება მიეცა მიმდინარე წლის საკმაოდ დინამიურ და შინაარსობრად დატვირთულ დღის წესრიგს. შეხვედრაზე განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს.