ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ OGP საქართველოს 2024-ი 25 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, ღია მმართველობა საქართველოს მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციამ საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს გააცნო გეგმის პროექტით გათვალისწინებული ინიციატივები. საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები.