ვენეციის კომისიის მორიგ კრიტიკულ დასკვნას, სადაც საარჩევნო რეფორმასა და ანტიკორუფციულ ბიუროზეა საუბარი მმართველი პარტიის წარმომადგენლები გაუგებარს უწოდებენ. მეტიც ქართული ოცნების დეპუტატებს დასკვნის ირგვლივ გარკვეული სახის კითხვის ნიშნები აქვთ და აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიას საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტები არ წარმოუდგენია. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ვენეციის კომისიამ სწორედ ის დასკვნა დადო, რაზეც ოპოზიციციური სპექტრი აქამდეც საუბრობდა. რა განცხადებები კეთდებოდა მთელი დღის განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე დეპუტატების მხრიდან მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.