თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოშივე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, წევრები და ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. როგორც პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების პირადი პატიმარია და მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ექსპრეზიდენტი ამგვარი შეკრებებით გაამხნევოს. სააკაშვილის მხარდამჭერებმა სასამართლოს ეზოშივე მესამე პრეზიდენტის გამოსახულებით ბანერიც გაშალეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა გათავისფლდეს.