საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.დადებითი შეფასება მიეცა მიმდინარე წლის საკმაოდ დინამიურ და შინაარსობრად დატვირთულ დღის წესრიგს.