ჩინეთი ნიკარაგუას ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტსა და ნიკარაგუის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უწყების ინფორმაციით, ორმა მხარემ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აიყვანოს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთი ნიკარაგუის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის სტაბილურად განვითარებას მტკიცედ უჭერს მხარს და მის შიდა საქმეებში გარე ძალების ჩარევას ეწინააღმდეგება. დანიელ ორტეგამ სი ძინპინს განუცხადა, რომ ნიკარაგუას ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობები არ ექნება. ცნობისთვის, პეკინმა და მანაგუამ დიპლომატიური ურთიერთობები 2021 წელს აღადგინეს, მას შემდეგ, რაც ნიკარაგუამ ტაივანთან ურთიერთობები გაწყვიტა.