დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, ღია მმართველობა საქართველოს მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას უმასპინძლა.შეხვედრაზე საქართველოს რიგით მეხუთე, 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს , რომელსაც საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს. სხდომაში სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.