მათი [„ქართული ოცნების“] განზრახვაა, რომ ნებისმიერ ფასად მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ევროპა ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას - ახლა მათი მთავარი ტაქტიკა იქნება დაშინება, დაშინება, დაშინება! – „ვაი მე, ესენი თუ არ იყვნენ, მაშინ ვინ და ესენი თუ არ იქნებიან, რაღაც საშინელება დაიწყება“, საშინელება კი არ დაიწყება, დაიწყება სწრაფი სვლა ევროპისკენ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, შემდეგი არჩევნები ისტორიული მნიშვნელობის იქნება.
„ჩვენ ვიცით მათი განზრახვები რა არის - მათი განზრახვაა, რომ ნებისმიერ ფასად მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ევროპა ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას. ამიტომ, მე წარმომიდგენია შემდეგი არჩევნები ძალიან კონკრეტულად - ჯერ ერთი ეს უნდა იყოს ოპოზიციის სრულ კოორდინაციაში. ეს არის ყველაზე ისტორიული არჩევნები 1990 წლის შემდეგ“, - განაცხადა სააკაშვილმა.