პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ქეთევან თურაზაშვილი გლდანში საპენსიო სესხებით დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა იურისტების ჩართულობით გაიმართა და მისი მიზანია იმ პენსიონერთა დახმარება, რომელთაც ბანკმა ე.წ. საშეღავათო პერიოდი მისცა და კოვიდ პანდემიის დროს სესხის ვადა და ასევე მისი ოდენობა თვითნებურად გაუხანგრძლივა. შეხვედრაზე განხილეს, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, აღნიშნული ვალები ძველ ჩარჩოში დაბრუნდეს. აქამდე, პარტია „მოქალაქეების“ მიერ ორგანიზებული მსგავსი შეხვედრები თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში და ქუთაისში უკვე ჩაატარა.