ხელოვნების მუზეუმში, აფხაზეთში გამოსული პრესის, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ამსახველი სტატიები გამოიფინა. საარქივო მასალა 1987-დან 1992 წლამდე თარიღდება. ღონისძიებაზე მისული სტუმრები აღნიშნული პერიოდის აფხაზეთის პოლიტიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ მდგომარეობას გაეცნენ. წლების განმავლობაში, ამ გაზეთებს ბათუმელი ჟურნალისტი, მიხეილ მშვიდობაძე აგროვებდა, ისტორიული მასალები კი მისმა მეგობარმა, როლანდ რუხაძემ აფხაზეთის არქივს გადასცა.