საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უმაღლესი პროფესიონალიზმისა, ასევე მეცნიერული მოღვაწეობისათვის საქართველოს პრეზიდენტმა ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა. სალომე ზურაბიშვილმა მას აღნიშნული ჯილდო პირადად გადასცა. ამირან გამყრელიძემ ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა.