სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე, ამნისტიის კანონი ამოქმედდა. კანონის თანახმად, ამნისტია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება, რომელზეც საკუთრების უფლება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. იმ შემთხვევაში, თუკი მიწის ნაკვეთი კერძო პირთა საკუთრებაში იყო და მას სხვა პირი უკანონოდ დაეუფლა, ასეთ ფაქტებზე, კანონი არ გავრცელდება.