ოპოზიციის ნაწილი სრულად იზიარებს ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს სათანადო დამოუკიდებლობა არ გააჩნია. “ქართული ოცნების” ოპონენტები ამბობენ, რომ მათთვის კომისიის აღნიშნული შეფასება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან, როგორც ოპოზიციონერები ამბობენ, ეს ბიურო ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ექვემდებარება, რაც მის დამოუკიდებლად ფუნქციონირებას გამორიცხავს. მათივე განმარტებით, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ვერცერთი ინსტიტუტი, კორუფციას სათანადო დონეზე ვერ გამოიძიებს - მით უფრო მაშინ, თუკი ეს “ქართული ოცნების” პარტიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.